X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე საქართველოში იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა

26 ივლისი 2023

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე საქართველოში იაპონიის ახლად დანიშნულ ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები.

ირაკლი ქარსელაძემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესზე. ასევე, გააცნო „საქართველოს განვითარების სტრატეგია ხედვა 2030“-ის ფარგლებში, დაგეგმილი პროექტები, რომელიც მოიცავს როგორც საგზაო, ისე წყალმომარაგების, წყალარინების, ურბანული განახლების, ნარჩენების მართვის და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებას.

იაპონიის ელჩმა დადებითად შეაფასა ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური წინსვლა, ინფრასტრუქტურული განვითარების  დინამიკა და დასახული გეგმები. ასევე, აღნიშნა სამინისტროსთან ნაყოფიერი თანამშრომლობა და მისი კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.

შეხვედრის ბოლოს, მინისტრმა ახლად დანიშნულ ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.  

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.